ივანიშვილის გარეშე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა - ოქრუაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:01 | 23.07.2019 ნანახია: 1470
ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები. ამის შესახებ ამის შესახებ მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გადაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, და ამის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ მისი თქმით, ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები,
„წინა რიგებში ვიდექი და ხალხს ვაშოშმინებდი, ამოიღეთ კადრები, ყველგან გვერდითა და წინა მხრიდანაც ვჩანვარ წინა რიგებში და ხალხს მეტ-ნაკლებად ვაწყნარებდი. ის, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები, მის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერავინ, რომ დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები. ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები. რაც შეეხება გახარიას გამოკითხვას, გვერდიგვერდ ორი შენობის მაღალჩინოსნები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„საკმაოდ კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მათ მკითხეს, რატომ ვაპირებდი წინიდან შესვლას და მე ვუთხარი, რომ მეგონა, რომ ბუღალტერია წინიდან იყო და მერე პოლიციელებმა მითხრეს, არა გვერდიდან არისო, ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო. ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია. ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო. შემდეგი მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, ვიცოდი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















