ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 13:31 | 28.08.2019 ნანახია: 1172
ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, - კერძოდ: მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ ,,საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის", ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ, გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს.
გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით. ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ - ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი.
აღნიშნული პროცედურების შესახებ ცნობილია ნებისმიერი იურისტის და სამართალმცოდნისათვის. გარდა ამისა, ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაგზავნილია 2019 წლის 03 ივნისს, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციაში ფინანსური აქტივობების შესახებ მამუკა ხაზარაძე მოხსენიებულია როგორც ფულის გათეთრებაში ბრალდებული. მხოლოდ ეს ინფორმაცია, არათუ სამართალმცოდნეს, არამედ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ამ ორ დოკუმენტს არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს.
ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებშიც კი ნათლად ჩანს, რომ არანაირ თანამშრომლობას ანტიტერორისტული ღონისძიების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და სიტყვა "ანტიტერორისტული" არცერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიერ გამართულ ბრიფინგზე ასე აქტიურად აპელირებდნენ.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად ცნობილია დაცვის მხარისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას", აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















