მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 11:07 | 22.12.2015 ნანახია: 2056ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა დასრულდა. პუნქტის მოწყობა და სამშენებლო სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ „მცირეკავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ახლადაშენებული ბიოუსფრთხოების პუნქტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ,,მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით, სახელმწიფო გეგმაზომიერ და კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. დაიწყო ცხვრის გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის - ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის წახალისებას და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
“მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის პროექტი წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი მიდგომის მნიშვნელოვან ელემენტს ცხოველთა მიკვლევადობისა და იდენტიფიცირებისთვის“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკმა.
ბიოუსაფრთხოების პუნქტების გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი მოეწყობა. ექვსი პუნქტიდან ორი - მარნეულსა და რუსთავში, "მერსი ქორფსის" მხარდაჭერით აშენდა, ხოლო ოთხს -დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავსა და ბოლნისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ააშენებს.
ბიოუსაფრთხოების პუნქტი წარმოადგენს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორი-ას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8 000 ცხვრის დეზინფიცირება მოხდება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















