იუსტიციის სამინისტრო რუსეთში ექსტრადირებულ რამზან ახიადოვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 16:18 | 20.09.2019 ნანახია: 1295
იუსტიციის სამინისტრო რუსეთში ექსტრადირებულ რამზან ახიადოვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"როგორც ცნობილია, 2019 წლის 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ ტერორისტული დანაშაულებისათვის ინტერპოლით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განახორციელა.
ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას, ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ტერორიზმის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრიორიტეტი, ინტერპოლის წინაშე არსებული ვალდებულებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სტანდარტი. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტია, მათ შორის, შამაევისა და სხვების ცნობილ საქმეზე, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის წერილობითი სამართლებრივი გარანტიების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ვაქვეყნებთ რამზან ახიადოვთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას:
რამზან ახიადოვს ბრალად ედება, რომ ის 2013 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც გაწევრიანდა ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო"-ში (ISIS) და, 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, მის საქმიანობაში მონაწილეობდა. ის იბრძოდა სირიის სახელმწიფოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. რ. ახიადოვი, შეიარაღებული ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აწარმოებდა "ისლამური სახელმწიფო"-ს კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას.
ასევე, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, რამზან ახიადოვი, რომელიც მოცემული დროისთვის კვლავ იყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო"-ს წევრი, იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. მოქმედებდა რა "ისლამური სახელმწიფო"-ს ერთ-ერთი ლიდერის მითითებების შესაბამისად, რ. ახიადოვმა დაიყოლია ა.ი. რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ვედენსკის რაიონის ტერიტორიაზე შეექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც მოგვიანებით სტრუქტურული ერთეულის სახით შევიდოდა ,,ისლამური სახელმწიფო"-ს შემადგენლობაში. ამასთან, რ. ახიადოვი დაპირდა ა.ი.-ს დაფინანსებითა და თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფას, რა გზითაც ხელი შეუწყო "ისლამური სახელმწიფო"-ს რიგების შევსებასა და მის უკანონო საქმიანობას.
რამზან ახიადოვი 2018 წლის 26 სექტემბრიდან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა, ვინაიდან მას რუსეთის ფედერაციაში ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო-"ს საქმიანობაში მონაწილეობა და ამ ორგანიზაციაში წევრობისთვის პირების გადაბირება.
საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით 2018 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ექსტრადიციის პროცესი თავდაპირველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, უზენაეს სასამართლოში. 2019 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ახიადოვის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში. 2019 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა რ. ახიადოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
2019 წლის 30 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - საპატიმრო დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში რ. ახიადოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; რ. ახიადოვი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას; გარდა ამისა, რ. ახიადოვს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი ყველა უფლებით. იმავე გარანტიის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რ. ახიადოვი განთავსებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
ექსტრადიციის საქმის განხილვის პარალელურად, რ. ახიადოვმა საქართველოში ითხოვა თავშესაფარი, რაზედაც მას უარი ეთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ. დაცვის მხარის მიერ მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ორი სასამართლო ინსტანციის წინაშე კანონით დადგენილი წესით და დარჩა ძალაში.
რამზან ახიადოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საკმარისი დრო ჰქონდა, მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და ექსტრადიციის შეჩერება არ მოუთხოვია", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















