თეა წულუკიანი ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპულ მომავალზე ესაუბრა
საქართველო, თბილისი - 14:17 | 23.12.2015 ნანახია: 2209
იუსტიციის მინისტრი ქეშალოში იმყოფებოდა, სადაც პროექტის − „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ − ფარგლებში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. თეა წულუკიანი მოზარდებს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ესაუბრა.
იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა. თეა წულუკიანის თქმით, ეს ისტორიული გამარჯვებაა საქართველოსათვის; იმ დიდი შრომის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ გასწია. მინისტრმა დეტალურად განუმარტა ახალგაზრდებს, თუ რა შესაძლებლობებს აჩენს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოქალაქეებისათვის და, კონკრეტულად, ახალგაზრდა თაობისათვის.
თეა წულუკიანმა იმ რეფორმებზეც ისაუბრა, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა საქართველოს ევროპული მომავლისათვის. იუსტიციის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით დიდი შრომა ჩაიდო ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და უსაფრთხო დოკუმენტების მიმართულებებში. მინისტრმა დეტალურად განუმარტა ახალგაზრდებს ის პროცედურები, რომელთა ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ევროკომისიის დასკვნა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მომავლისაკენ, თუმცა, ეს მხოლოდ „გაგრძელების დასაწყისია“ და საქართველოს მომავალ გამარჯვებებში ახალგაზრდა თაობა თავის წვლილს შეიტანს. შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მინისტრმა მათ იუსტიციის სახლებში ტურის მოწყობა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები შეძლებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლების დათვალიერებას და ამ ქალაქების ღირსშესანიშნაობების გაცნობას. თეა წულუკიანი დაინტერესდა, საქართველოს რომელი კუთხის დათვალიერებას ისურვებდნენ მოზარდები და მათ სვანეთში ექსკურსია შესთავაზა. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი სვანეთში ეთნიკურად არაქართველ ბავშვებთან ერთად იმოგზაურებს − მიმდინარე წლის აგვისტოში ის უკვე სტუმრობდა საქართველოს მაღალმთიან რეგიონს ფოკის სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
პროექტი „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ თეა წულუკიანის ინიციატივაა, რომელიც 2015 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება. იუსტიციის მინისტრი პირადად ხვდება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. საუბრის თემა ახალგაზრდებისათვის აქტუალური და საინტერესო საკითხებია: ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული ღირებულებები და სხვ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















