კახა კახიშვილი: 2016 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსაჯვრდებულების დასაქმებაა
საქართველო, თბილისი - 15:21 | 29.12.2015 ნანახია: 1991
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა უწყების პრიორიტეტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროში გლობალური რეფორმები 2012 წლიდან ხორციელდება, 2016 წელს კი ყურადღება მსჯავრდებულების დასაქმებაზე გამახვილდება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ეს იქნება. დასახული ამოცანის განსახორციელებლად საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. კახიშვილის განცხადებით, პარლამენტისგან მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერის პირობა მიიღო.
„2016 წლის პრიორიტეტებში მსაჯვრდებულების დასაქმება გვაქვს. კანონში ცვლილებები ინიცირებულია. ცვლილების თანახმად ჩვენ საშუალება გვექნება მსჯავრდებულებს პირადი კონტრაქტები დავუდოთ დასაქმებაზე. ასევე მოგვეცემა საშუალება ისინი ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანოთ სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით და ამაში ხელფასიც მივცეთ. პრიორიტეტულია ასევე სარეჟიმო მოთხოვნების დაცვა. სამინისტროს მეორე ამოცანაა - მსჯავრდებულების ნამუშევრების ონლაინ მაღაზიების მეშვეობით გაყიდვა. გარდა ამისა, პრობაციის სააგენტოში ზოგიერთი კაბალური გადასახადი იყო დაწესებული და ვაპირებთ ამ გადასახადებზე უარი ვთქვათ. ამავდროულად, ახალი დაწესებულებების აშენებას და უკვე აშენებულის გახსნას ვგეგმავთ. მაგალითად, ახალი წლის შემდეგ N6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულების გახსნას ვაპირებთ. 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის/ბრალდებულებისთვის დაწესებულების დაპროექტება დაიწყება“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან მოსამართლეების შერჩევის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო კორპუსი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ნდობას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოუცხადებს.
„მე ყოველთვის მინდოდა მოსამართლეების შერჩევა მკაცრი კრიტერიუმებით მომხდარიყო, რადგან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა ჰქონდეს. თუ დაინიშნა რამდენიმე ისეთი მოსამართლე, რომელთა მიმართ საზოგადოებას ნდობა არ აქვს, ეს საერთო სასამართლო კორპუსისადმი ნდობის დაკარგვას გამოიწვევს“ - აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















