წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული
საქართველო, თბილისი - 13:44 | 04.01.2016 ნანახია: 1929
გუშინ საღამოს, საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორაზე, წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანება, რომლის გამოც, წყალმომარაგება საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს მცირე დროის მანძილზე, ხოლო ვაკის რაიონის ნაწილს დილის 6 საათამდე ჰქონდა შეწყვეტილი, სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ურთულესი ავარიის აღმოფხვრა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო, ვაკის რაიონის მოსახლეობას კი წყალმომარაგება დილის 6 საათზე აღუდგა.
წყალსადენის 700 მმ-იან მაგისტრალზე კერძო სახლები, ბეტონის კედლები და სხვა საყოფაცხოვრებო შენობები ტექნიკური ნორმების უგულებელყოფითაა დაშენებული, რამაც, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, დაზიანება გამოიწვია.
GWP-მ დედაქალაქის მასშტაბით უკვე მოახდინა იმ უბნების იდენტიფიცირება, სადაც მაგისტრალური მილების გასწვრივ, სანიტარული ზონებია დარღვეული, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი მოსალოდნელი რისკების შესახებ წერილობითი გაფრთხილება გადასცა. მსგავსი დარღვევები, რომელიც განსაკუთრებით მრავლად ვაკე-საბურთალოს და გლადანი-ნაძალადევის რაიონებში ფიქსირდება, აფერხებს წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობს უსაფრთხოებას. პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რაიონულ გამგეობებს მიმართავს და თბილისის მერიასთან ითანამშრომლებს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















