მერიაში საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:14 | 11.01.2016 ნანახია: 2131
თბილისის მერიაში საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. 26 მაისის, ჟვანიასა და სააკაძის მოედნებზე, პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე, შარტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზემოძრაობის განტვირთვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დასკვნა საერთაშორისო კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-მა მოამზადა.
„ჩვენ შევუკვეთეთ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავსისეთი მძიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვას, როგორიცაა სააკაძის, 26 მაისის მოედანი, პეკინის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები. შესაბამისად,შერჩეულმა გერმანულმა კომპანიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების დათვლის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებით მომზადდა. საერთაშორისო კომპანია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ის დასკვნა აღნიშნულ ტერიტორიებზესატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს, მათ შორისაა საგზაო მოძრაობის რეგულირება, ჭკვიანიშუქნიშნების დაყენება, კუნძულების შექმნა და ა.შ. შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვფიქრობთ, ერთი ყველაზე ოპტიმალურია და არჩევანს მასზე შევაჩერებთ. შესაბამისად,მანამ, სანამ ჩვენ რაიმე ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, სწორედ, ამ მოდელს გავითვალისწინებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვთარება ქალაქში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც“, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და მოედნებზე ამჟამად არსებული მოძრაობის ინტენსივობა ზღვრულ გამტარუნარიანობას აჭარბებს, ამასთან, არსებული საგზაო ქსელის მახასიათებლები ვერ პასუხობს ნაკადის გაზრდილ მოთხოვნებს, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო მოცდენების ზრდა, საცობების წარმოქმნა, მიმოსვლის სიჩქარის შემცირება, ხმაური და გარემოს დაბინძურება.
საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესამცირებლად, ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი გახდა აღნიშნულ ქუჩებსა და მოედნებზე საგზაო მოძრაობის მონაწილეების ნაკადების კომპლექსური შესწავლა, შესაძლო სარეკონსტრუქციო-საპროექტო (26 მაისის და სააკაძის მოედნებზე, პეკინისა და ცინცაძის ქუჩების გადაკვეთა) წინადადებების შემუშავება, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადების მოდელირება და მოსალოდნელი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება, რათა გათვლების და მოდელირების გარეშე არ განხორციელდეს მსხვილ ბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი სახის დანახარჯები, რომელთაცარ ექნება პროპორციული ეფექტი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ დასკვნის მომზადების მიზნით დიდი გამოცდილების მქონე და საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილ კომპანიებს „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ს და ,,SYSTRA-SPECTRUM”-ს მიმართა, რის საფუძველზეც, კომპანიებმა დედაქალაქის მერიას დასკვნის მომზადებისთვის საჭირო დროისა და ღირებულების შესახებ შეთავაზებები წარუდგინეს.
დაბალი ფასისა და დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით დასკვნის მომზადება კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ს დაევალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანიას შემუშავებული აქვს მრავალი დიდი ქალაქის სატრანსპორტო მოდელი.
საერთაშორისო კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში განხილულია საბურთალოს რაიონში მდებარე პრობლემურ მონაკვეთებზე განსახორციელებელი სამუშაოების რამდენიმე ვარიანტიდა სამუშაოების შესრულების შედეგები. საუკეთესო ვარიანტის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელების შემდგომ,აღნიშნულ მონაკვეთებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილება და განიტვირთება საგზაო მოძრაობა, ამასთან,გაიზდება სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობა.
თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















