სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:58 | 11.01.2016 ნანახია: 2109
სასჯელაღსრულოებისა და პრობაციის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, ასევე, სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის გასული წლის მუშაობა შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ფონდის საქმიანობაში.
„უწყების თანამშრომელთა 48 პროცენტი ნებაყოფლობით ყოველთვიურად რიცხავს გარკვეულ თანხას ფონდში. ეს კარგი შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ანგარიშის შემდეგ ჩვენი სამინისტროს მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზრდება. კარგია, რომ ფონდის საქმიანობის შედეგად საჯარო მოხელეებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს თუ უბრალოდ მოქალაქეებს საშუალება გვეძლევა ერთიანი ძალებით მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მარიამ ჯაშის განმარტებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრაქტიკულად ყველა სტრუქტურული ერთეული სოლიდარობის ფონდის დონაციებში უკვე ჩართულია. „ყოველთვიურად უწყებიდან საერთო ჯამში 5001 ლარის მობილიზება ხდება. თანამშრომელთა 48 პროცენტის დახმარება გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, ფონდის საქმიანობის გაცნობის შემდგომ სხვა თანამშრომლებსაც გაუჩნდებათ ამ პროცესში ჩართვის სურვილი და ერთად შევძლებთ ფონდის პროგრამების გაფართოებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ფონდში საერთო ჯამში 5.5 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე 192 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















