სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:44 | 12.01.2016 ნანახია: 2025
საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 9 იანვარს, ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლის საფუძველზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ–ს 115–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ, მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) შეშფოთებულია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა სუიციდის მზარდი მაჩვენებლით და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეფექტიანი ზომები აღნიშნული ფენომენის გასააზრებლად და მისი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის განახორციელონ მხარდაჭერისა და ინტერვენციის პროგრამები.
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის გამომწვევი ფაქტორები მრავალგვარია და განსაკუთრებულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. მაგალითად, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი თავის N13 ზოგად კომენტარში (ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის უფლების შესახებ) ბავშვთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც არასრულწლოვანთა სუიციდის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს. ამასთან, კომიტეტმა როგორც 2008 წლის დასკვნით შენიშვნებში საქართველოს მიმართ და თავის N15 ზოგად კომენტარში (ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი შესაძლებელი სტანდარტით სარგებლობის შესახებ), ხაზი გაუსვა სუიციდური ქცევების პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობას და ამ კუთხით შესაბამისი ზომების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა – მასწავლებლებმა,სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონთავიანთი როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის პრევენციის მიმართულებით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე,მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















