თბილისის მერიაში კოჯორი-სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა მოეწყო
საქართველო, თბილისი - 12:20 | 13.01.2016 ნანახია: 2001
თბილისის მერიაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა დამსწრეებს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს.
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებთან ერთად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.
„საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით საჭირო გახდა გზის გარკვეული მონაკვეთის ნარგავებისგან გათავისუფლება. 100 ხე-მცენარის მოჭრისა და 16 ნარგავის გადარგვის ნებართვის მისაღებად უკვე მოგვმართა კეთილმოწყობის სამსახურმა. მესმის, რომ ხეების მოჭრაზე საზოგადობის რეაქცია მტკივნეულია და ასევე მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ამ ნარგავების მოჭრა თუ გადარგვა გარდაუვალია, საკომპენსაციო გამწვანების ღონისძიებებს ჩვენი სამსახური შესაბამის სეზონზე ჩაატარებს“ - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა კოჯორი-სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციისას პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის დაზიანებამ აღნიშნული გზის დატვირთვა გაზარდა, გზის საფარის სავალალო მდგომარეობის გამო კი, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დღის წესრიგში დადგა გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარება.
შეხვედრაზე არასამთავრობო ოგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენლის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი სახის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვა უნდა ხდებოდეს გარემოზე მიყენებული ზიანის საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე. ნინო სულხანიშვილის განმარტებით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სტრუქტურაში უახლოეს მომავალში შეიქმნება გარემოს დაცვის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც ეკოლოგიურად შეისწავლის მერიის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, შეაფასებს მათი გარემოზე მიყენებულ ზიანს, შემდგომი ღონისძიებები კი აღნიშნული შეფასების გათვალისწინებით ჩატარდება.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 009 000 ლარი გამოიყო.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















