დავით ნარმანია მერსი ტემბონს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:31 | 18.01.2016 ნანახია: 2020
თბილისის მერი დავით ნარმანია, სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, მერსიტემბონს შეხვდა.
შეხვედრაზე ყველა ის საკითხი და პროექტი მიმოიხილეს, რომელთა განხორციელებაში მსოფლიო ბანკია ჩართული, კერძოდ, იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხო მართვის სტრატეგია, ასევე, ისაუბრეს ურბანული განვითარებისა და ქალაქის ტურისტულ ნაწილში სარეაბილიტაციო აღდგენითი პროექტების მხარდაჭერის საკითხებზე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შეხვედრა, როგორც მიმდინარე პროექტების განხილვის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების გამოკვეთის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკი განიხილავს მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხო მართვის სტრატეგიას და შესაბამისად, ჩვენს წინადადებებს, რათა დაგვეხმარონ როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ასევე, დაფინანასების თვალსაზრისით. ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება მათი მხარდაჭერა და ამ თემაზეც ვისაუბრეთ. გარდა ამისა, მიმოვიხილეთ მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ჩვენ გავაგრძელებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, დავეხმარებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაში, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მობილიზებას გავუკეთებთ რესურსებს, რათა რეალურად ჩატარდეს კვლევა. საჭიროა, ჩვენმა გუნდმა შეხედოს, რა შეგვიძლია ჩვენი მხრივ გავაკეთოთ, შემდეგ გავმართოთ მომდევნო შეხვედრები და ვაცნობოთ მუნიციპალიტეტს, მათი მოთხოვნებიდან რისი დაკმაყოფილება შეგვიძლია. რაც შეეხება ცოდნის გაზიარებას, ჩვენ დავაკავშირებთ თბილისს ამ საკითხში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების მქონე ქალაქებთან. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ტურიზმიც“,- განაცხადა სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსიტემბონმა.
შეხვედრასსარა მაიკლი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დეპარტამენტში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი დაესწრნენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















