სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველო, თბილისი - 14:32 | 18.01.2016 ნანახია: 1931
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ შპს „ლოჯიკ გრუპის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტის სასახლესა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ საინვესტიციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დღეს გაიხსნა სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაც ორი თვის წინ დაიწყო.
„სპორტის სასახლის“ 100%-იანი წილი 30 წლის ვადით - საინვესტიციო ვალდებულებით შპს „ლოჯიკ გრუპს“ 2007 წელს გადაეცა.
„შპს „ლოჯიკ გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შენობის მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას. ასევე ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გასულ წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ლოჯიკ გრუპს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი სამუშაოები გასულ წელსვე დაიწყო.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის განცხადებით: ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობის. კერძო სექტორს, რომელსაც მმართველობაში აქვს აღებული მუნიციპალური ქონება მოაწყო საზოგადოებრივი სივრცე. ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდა სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, დარბაზში მოეწყო აივანი ეტლით მოსარგებლე მაყურებლებისთვის, გაკეთდა ორი ადაპტირებული სველი წერტილი, უკანა შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა ჰიდრავლიკური ამწე (პლატფორმა). ეს არის კარგი დასაწყისი და მაგალითი სხვა ადმინისტრაციული თუ მართვაში მყოფი შენობების რეაბილიტაციის.“
შპს „ლოჯიკ გრუპს“ ამ დროისთვის განხორციელებული აქვს სამი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად შპს „ლოჯიკ გრუპმა“ სულ ჯამში უნდა განახორციელოს ხუთი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო 1957 წელს და დასრულდა 1961 წელს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















