დონალდ ტრამპის შტაბი ვისკონსინის შტატში ხმების გადათვლას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 22:38 | 04.11.2020
ნანახია: 688

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი  ვისკონსინში ხმების გადათვლას მოითხოვს, ვისკონსინი საკვანძო შტატს წარმოადგენს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

ტრამპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვისკონსინში, არჩევნების დროს  გამოვლენილი დარღვევები იწვევს სერიოზულ ეჭვს შედეგების სანდოობაში.  ჯო ბაიდენის მხარდამჭერებმა აღნიშნულ შტატში თავიანთი კანდიდატის გამარჯვების შესახებ უკვე განაცხადეს.

ტელერახ CNN-ის ცნობით, ამ მომენტისთვის დათვლილია ბიულეტინების 99 პროცენტი. ბაიდენს ხმების 49,4% აქვს, ხოლო ტრამპს - 48,8%.

არსებული ინფორმაციით, ვისკონსინში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლებია, რაც ხმების გადათვლის საფუძველს არ წარმოადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე