საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:11 | 05.11.2020
ნანახია: 718

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენი ყველაზე მერყევ და გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატში, მიჩიგანში იმარჯვებს, მან  კოლეგიის კიდევ 16 ხმა მიიღო. იუწყებიან ტელეარხები CNN  დადა NBC News.

ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ შტატში ბაიდენს ამომრჩეველთა 49,8 პროცენტმა მისცა ხმა, დონალდ ტრამპს კი 48,6 პროცენტმა. დათვლილია ხმების 97 %.

ამგვარად, ამ მომენტისთვის ბაიდენს კოლეგიის საჭირო 270-დან 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214.

მანამდე ტრამპის შტაბმა ერთ-ერთ გადამწყვეტ ვიკოსნსინის შტატში, ხმების გადათვლა მოითხოვა. განცხადებაში საუბარია ვისკონსინის რამდენიმე ოლქში დარღვევებზე.

ამის გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბმა სასამართლოს მიმართა საჩივრით. შტაბის წარმომადგენელთა თქმით, პენსილვანიაში ადგილი ჰქონდა დემოკრატების მხრიდან ხმების დათვლის პროცესის დამალვას.

მნიშვნელოვანია, რომ მიჩიგანისა და ვისკონსინის გარეშე ტრამპს კოელგიის წევრთა საჭირო -  270 ხმის მიღება გაუჭირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე