EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის
საქართველო, თბილისი - 15:04 | 20.01.2016 ნანახია: 1777
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.
„ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილია 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი 1,814 მილიონი ევროს ოდენობით.
„ჩვენი მთავრობა განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც გამოყო დაფინანსება, მათ შორის, გრანტის სახით და ეს თანხები მოხმარდება ქობულეთში ინფრასტრუქტურის, მათ შორის, წყალანირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ვფიქრობ, რომ ისეთი ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტისთვის და ქალაქისათვის, როგორიც ქობულეთია, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს გააუმჯობესებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„დღეს ფინანსთა მინისტრთან ერთად კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება. ქალაქში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური კუთხით წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება და ამით ევროპის რეკონსტრუქციისა ად განვითარების ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის ხელშესაწყობად,” - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის უფროსის მოადგილე ლინ ო’გრეიდი.
დღესვე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორმა, ოთარ ზოიძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















