ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან - ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 14:47 | 02.12.2020
ნანახია: 716

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მის ოჯახზე ჟურნალისტების მხრიდან მორალური ზეწოლაა.

"მაშინ, როცა ქვეყანა არის ასეთ რთულ მდგომარეობაში, ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან. ვთვლი, რომ არასწორია", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გააზრებული აქვს, რომ საჯარო პირია და მის მიმართ დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა აღნიშნავს, რომ ზეწოლა ოჯახის წევრებსა და შვილებზე დასაგმობია.

"დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს არის ძალიან რთული დღე ჩემი ოჯახისთვის, გარდაცვლილია ერთ-ერთი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას", - დასძინა მან, თუმცა არ დააკონკრეტა მედიასაშუალება.

"TV პირველის" მირ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო მინისტრის დიპლომზე და მისი კვალიფიკაციაზე. სიუჟეტში ასევე საუბარი იყო ერთი მისი ოჯახის წევრების კრიმინალთან შესაძლო კავშირებზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე