საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
საქართველო, თბილისი - 15:57 | 21.01.2016 ნანახია: 1998
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ „საქართველოს კულტურის პალატასთან“, დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება - მომავლის გზასთან“ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების“ სახელმწიფო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია საკრებულოს შენობაში გაიმართა. მემორანდუმებს ხელი ერთის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, ხოლო მეორეს მხრივ, „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, საქველმოქმედო ფონდის „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება - მომავლის გზა“ დირექტორმა დავით კინწურაშვილმა და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების“ სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამილა ბარკალაიამ მოაწერეს.
„ჩვენ სამივე ორგანიზაციასთან არაერთხელ გვითანამშრომლია, ვფიქრობ ამ სამართლებრივად გაფორმებული დოკუმენტებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. „საქართველოს კულტურის პალატასთან“ გაფორმებული მემორანდუმი კულტურის მოღვაწეთა უფლებების დაცვას, მათთვის სამართლებრივიდახმარების გაწევასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწისათვის წინადადებებისმომზადებას ითვალისწინებს. „მომავლის გზასთან“ ერთად კი შევეცდებით სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფ პირებს და არამარტო მათ აღმოვუჩინოთ სამართლებრივი თუ მატერიალურიდახმარება.
რაც შეეხება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, აღნიშნული შეთანხმებით ერთობლივადგანვახორციელებთ ამ ფონდისა და ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციართა სამართლებრივ დახმარებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“, - განაცხადა თევდორე კობახიძემ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















