ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 20:02 | 13.12.2020
ნანახია: 545

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს.

მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც პოლიციელებმა
არ მისცეს და სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ.


პოლიტიკა