ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios

საქართველო, თბილისი - 09:27 | 09.07.2026
ნანახია: 25

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო ირანის წინააღმდეგ სარაკეტო და სამხედრო დარტყმები, შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირებიც კი გაგრძელდეს.

ამის შესახებ Axios იუწყება.

გამოცემის ცნობით,  ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი სამხედრო კამპანიის ხანგრძლივობა და ინტენსივობა მთლიანად დამოკიდებული იქნება თეირანის შემდგომ ნაბიჯებზე.

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ესკალაცია შესაძლოა გაგრძელდეს ერთი-ორი დღე, ერთი კვირა ან ერთი თვე, იმის მიხედვით, გააგრძელებს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.

„ცოტას დავარტყამთ, რათა გაიგონ, რომ არ ვხუმრობთ“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ამჟამად დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ხოლო სამხედრო ზეწოლა კვლავ პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად იქცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუსშინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია.

„ჩემი აზრით, ყველაფერი დასრულებულია. აღარ მსურს მათთან საქმის დაჭერა. ისინი ნაძირლები არიან. ისინი ავადმყოფი ადამიანები არიან. მათ ავადმყოფი ადამიანები მართავენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სიტუაციას ამერიკელ მომლაპარაკებლებთან კიდევ განიხილავს, თუმცა მიაჩნია, რომ თეირანთან შემდგომი მოლაპარაკებები „დროის ფუჭი კარგვაა“.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 8 ივლისის ღამეს ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე „ძალიან ძლიერი დარტყმები“ განახორციელეს.

„ჩვენ ვუთხარით: „წადით და თქვენი დაკრძალვის საქმეებს მიხედეთ“, მაგრამ ამის ნაცვლად, გუშინ გემების დაბომბვა დაიწყეს. ამიტომ, გასულ ღამეს მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ“, – თქვა ტრამპმა.

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა აშშ დაშინებასა და პირებების დარღვევაში დაადანაშაულა  და გააფრთხილა, რომ სრუტე მხოლოდ თეირანის პირობებით გაიხსნება.

„თუ დარტყმას განახორციელებთ, პასუხს მიიღებთ. ორმუზის სრუტე გაიხსნება მხოლოდ „ირანული შეთანხმებების“ შესაბამისად და არა ამერიკული მუქარის პირობებით“, - დაწერა  ღალიბაფმა X-ზე.

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე