„ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი

საქართველო, თბილისი - 12:53 | 09.07.2026
ნანახია: 22

პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, საკუთარ პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს – „ოცნების“ დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვყვავს „სინდისის პატიმრები“, რომელთა ნახვაც ჩვენთვის სანატრელია, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეთითხნილი ბრალდებების გამო სისხლისსამართლებრივ დევნაშია და სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ამ დროს, ვხედავთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, როგორ ახერხებს პირდაპირ ეთერში აგიტაციას, საკუთარი პარტიის წევრებთან საუბარს. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დამნაშავე და არავითარი წესების დადგენის უფლებაზე საუბარი არაა. ის თუ წესებს ადგენს, „ოცნების“ დამსახურებაა, რადგან „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე