სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში “Twinning”-ის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 18:12 | 22.01.2016 ნანახია: 1859
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.
სხდომაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირისა (ავსტროკონტროლისა და ხორვატიის საავიაციო ხელისუფლების კონსორციუმი) და ბენეფიციარი ორგანიზაციის (სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ხარისხის მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს მეორე კვარტალური ანგარიშით გათვალისწინებულ პერიოდში (სექტემბრიდან იანვრამდე) განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია და დადებითად შეფასდა ორივე მხარის მიერ გაწეული მუშაობა. მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნენ ინფორმაციას სააგენტოს მიერ სამართალშემოქმედებისა და ორგანიზაციული კუთხით განხორცილებული საქმიანობის შესახებ.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორების მიერ შესწავლილ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები, მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა წინასწარი რეკომენდაციები და ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა და განისაზღვრა პრიორიტეტები. გარდა ამისა, ასევე დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზარზე დაშვებას, საავიაციო უსაფრთხოებას, საჰაერო მოძრაობის მართვას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ა.შ. ასევე განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, პროცესებისა და პროცედურების პირველადი ანალიზი.
რას შეეხება სამომავლო გეგმას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად განახლებული რეგულაციების იდენტიფიცირება. დაგეგმილია სამართლებრივი მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამოყალიბება სწრაფი დანერგვის პროცედურის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ჩამოყალიბდება პროგრესის მონიტორინგის განგრძობადი სისტემა, რომელიც დააკვირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტივობებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონცეფციების, რეგულაციების, პოლიტიკისა და პროცედურების ეფექტური განხორციელება.
ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ და ინტიტუციონალურ გაძლიერებას.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















