აჭარაში დიდთოვლობამ სასტუმრო ბიზნესსაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა
საქართველო, თბილისი - 13:25 | 27.01.2016 ნანახია: 1890
აჭარაში დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა სასტუმრო ბიზნესსაც. სასტუმროთა ნაწილი განმარტავს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დროებითი დახურვის გამო, სასტუმრომ სტუმრების მიღება ვეღარ მოახერხა, რამაც ისინი ფინანსურადაც აზარალა.
სასტუმრო Hilton Batumi -ში აცხადებენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში სასტუმროში რამდენიმე კონფერენცია უნდა გამართულიყო, მათ შორის ერთი კონფერენცია საერთაშორისო მნიშვნელობის იყო და ბათუმი-სტამბულის რეისის გაუქმების გამო სტუმრებმა ბათუმში ჩაღწევა და მით უმეტეს Hilton Batumi -ში განთავსება ვეღარ მოახერხეს. საერთო ჯამში მხოლოდ ამ კონფერენციის ფარგლებში სასტუმროს 120 სასტუმრო ნომერზე გაუუქმდა ჯავშანი.
დიდთოვლობამ სტუმრები შეუმცირა Leogrand Hotel-საც, სადაც განმარტავენ, რომ ცუდი ამინდის, აეროპორტის დროებით დახურვისა და ავიარეისების შეუსრულებლობის გამო სასტუმროს ჯავშანის 25 %-ი გაუუქმდა. Leogrand Hotel-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გაუქმებული ავიარეისების გამო, სასტუმროს სტუმრების ნაწილმა ბათუმის დატოვება ვერ შეძლო და ისევ სასტუმროში მოუწიათ დარჩენა.
სამაგიეროდ სტუმრები არ შემცირებია სასტუმრო „რადისონს“, სადაც განმარტავენ, რომ დიდთოვლობის გამო სასტუმროში სტუმრების მიღება არ შეფერხებულა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი განმარტავენ, რომ აეროპორტის ტერიტორია თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება, იწმინდება ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და 28 იანვრიდან აეროპორტი ფუნქციონირებას განაახლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და დიდთოვლობა, რომელიც ამ დროისათვის აჭარაშია რეგიონის სამთო-სათხილამურო კურორტებს ტურისტულ სეზონს გაუხანგრძლივებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ამ პერიოდში ტურისტულ ბიზნესს ზარალი ნაკლებად ადგება, რადგანაც აჭარა მაინც საზღვაო მიმართულებაა და მიმდინარე პერიოდში ტურისტული ნაკადების სიმრავლეს რეგიონი არ განიცდის.
„გუშინ აეროპორტი დახურული იყო და სწორედ ესეთი ფაქტორები უშლის ხელს იმ ნაწილი ტურისტების მიღებას, რომელიც შესაძლოა ჩვენ გაგვაჩნდა ბიზნესტურისტის, ან სათამაშო ბიზნესის ტურისტის სახით. ანუ ეს მიმართულება შესაძლოა მართლაც მოექცა ამ ბუნებრივი კლიმატური პირობების გავლენის ქვეშ და შესაძლოა ინდუსტრიის ნაწილი ვერ ღებულობდეს იმდენ შემოსავალს, რომელიც შესაძლოა კარგი მეტეოროლოგიური პირობების დროს მიეღო.
მეორეს მხრივ ეს კარგია ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტებისათვის. გზები იწმინდება. შესაბამისად სამთო-სათხილამურო კურორტებმა მიიღეს ახალი და უხვი თოვლი და მსგავსი უხვი თოვლი არის გამნატია იმისა, რომ ეს კურორტები უფრო მეტხანს იმუშავებს“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
მისივე განმარტებით, თუ კი ამ კურორტებზე თოვლი თებერვლის ბოლომდე, ან მარტის შუა რიცხვებამდე დნებოდა, „ახლა შესაძლებელია, რომ ეს თოვლი უკვე მარტის ბოლომდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გადნეს. ამ შემთხვევაშიც მედალს ორი მხარე აქვს“.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















