მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:58 | 15.03.2021
ნანახია: 774

მინდა ერთი რამ კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა ერთი რამ კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენი პოზიცია, ბატონ შარლ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი პარტიის სახელით, ჩვენი მთავრობის სახელით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება პლებისციტზე დასმულ შეკითხვას, პრემიერმა თავი შეიკავა კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე