გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე პროექტს არეგისტრირებს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 20.05.2021
ნანახია: 570

სტრატეგია აღმაშენებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს და ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონპროექტი სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ანტიდემოკრატიულია. 

"ქართულმა ოცნებამ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მას აღარ უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რითაც გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან და რითაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით", - თქვა ვაშაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე