გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

საქართველო, თბილისი - 16:34 | 28.05.2021
ნანახია: 674

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარტია "საქართველოსთვის" წევრი ხდება.

აბაშიშვილი ამბობს, რომ მისი და გიორგი გახარიას ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.

„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“- წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე