არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 19:23 | 29.05.2021
ნანახია: 751

“არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები”, — ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ის “ბიძინა ივანიშვილის პროექტი”.

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” გახარიამ დღეს, 29 მაისს დააფუძნა. მისი თავმჯდომარე გიორგი გახარია იქნება.

პრეზენტაციაზე გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე