პრეზიდენტმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 31.05.2021
ნანახია: 479

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა:

პოლიციის კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ეკა ბუცხრიკიძე;

პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვანცა გოგავა;

პოლიციის ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ანი ნაცარაშვილი.

დაჯილდეობის ცერემონია დღეს პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე