აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპელ მაღალჩინოსნებს ფარულად უსმენდა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 31.05.2021
ნანახია: 848

დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (FE) საიდუმლო შიდა გამოძიების (კოდური სახელწოდებით „ოპერაცია დუნჰამერი“) თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებდა FE-სთან თანამშრომლობას, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია დანიის წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენების მეშვეობით, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ანგელა მერკელის, მოსმენისა და ჯაშუშობის მიზნით,

გამოძიება ტარდებოდა აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოსგან ფარულად, FE-ს სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ ჰაკერები და ანალიტიკოსები. მათ შეისწავლეს დანიურ-ამერიკული პროფილური სამსახურების ურთიერთქმედების სპეციფიკა. სამუშაო ჯგუფის დასკვნა 30 მაისს  დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,  შვედეთის ტელესამაუწყებლო ორგანიზაცია SVT-თან, ნორვეგიის მაუწყებლის, გერმანიის  Süddeutsche Zeitung-ის, NDR-ის, WDR -ისა და ფრანგულ Le Monde-თან თანამშრომლობის შედეგად გამოაქვეყნა.

ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრხოების სააგენტო უთვალთვალებდა ანგელა მერკელს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, როდესაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ასევე კანცლერობის კანდიდატს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან პერ შტაინბრიუხს.

საიდუმლო ანგარიში 2015 წელს მომზადდა. FE-ს სამუშაო ჯგუფის დასკვნა მოიცავს 2012-2014 წლების პერიოდს. ის დანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობას 2015 წელს გადაეცა. ჟურნალისტები რამდენჯერმე შეხვდნენ სხვადასხვა წყაროს, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ FE-ს საიდუმლო ინფორმაციებთან.

გამომძიებლების მონაცემებით, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტომ მოიპოვა ყველა ტექსტური შეტყობინება და სატელეფონო ზარი, რომლებიც დანიის ინტერნეტ-სადენებით გადაიცემოდა. მიყურადება ხდებოდა ნორვეგიელი, შვედი, გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ.

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ანგელა მერკელი აღნიშნულის შესახებ დეტალურად არის ინფორმირებული.

 

 

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე