მაკო გომური, ეს არის ტრაგედია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა მაშინ, ეს მოძალადეები რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში - გახარია

საქართველო, თბილისი - 19:55 | 31.05.2021
ნანახია: 810

"მაკო გომურთან მიმართებით ჩვენ რომ სამართლიანად მივუდგეთ საკითხს, ჩემთან ერთად პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ, მორალური მაინც უნდა გაიზიაროს ვინც მაკო გომურს მოუწოდებდა იქ შეჭრაზე". – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მთავარი არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის კითხვას 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულების შესახებ.

"მაკო გომური, ეს არის ტრაგედია, მაგრამ მე წარმომიდგენია და მინდა გთხოვოთ, თქვენც წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ეს მოძალადე რაზმები, რომლებიც ჩვენმა მოსახლეობამ ტელევიზიით ნახა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში". – თქვა გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე