რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, ძალიან მკაფიო გზავნილები იქნება - დავით ზალკანიანი

საქართველო, თბილისი - 13:25 | 14.06.2021
ნანახია: 652

„რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, ძალიან მკაფიო გზავნილები იქნება", აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ნატოს სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

"ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ, ჩვენი ყველა პრიორიტეტი აისახება სამიტის დეკლარაციაში. გარდა ამისა, მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2020-2030 წლის სტრატეგია. დიდი ალბათობით, ეს დოკუმენტი საჯაროდ არ გამოქვეყნდება, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული დეფინიციები, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე