მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ნატო დაადასტურებს გადაწყვეტილებას ალიანსში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს მიღების შესახებ, თუმცა ვადებს ვერ დაასახელებს - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 14.06.2021
ნანახია: 672

მაქვს მოლოდინი, რომ დღეს  ნატო-ს ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ გადაწყვეტილებას ალიანსში ახალი წევრების მიღების, მათ შორის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში.

თუმცა მისი თქმით, ალიანსს არც ადრე დაუსახელებია ვადები ახალი წევრების მიღების შესახებ და არც დღეს დაასახელებს.

 „მაქვს მოლოდინი, რომ ლიდერები დღეს დაადასტურებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მანამდეც იყო მიღებული ახალი წევრების მიღების შესახებ, მათ შორის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მაგრამ თარიღის განსაზღვრა არც დღეს მოხდება“, - უპსუხა სტოლტენბერგმა შკითხვას, თუ როდის მიიღებს თბილისი საგზაო რუკას ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო კონცენტრირებულია რეფორმებზე, საქართველოს მხარდაჭერაზე. თავდაცვის ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მოდერნიზაციაზე. „ჩვენი გზავნილი ასეთია - ნატოს კარი ღიაა.. ჩვენი ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო და 30 მოკავშირე-ქვეყანა, რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს",-  განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბრიუსელში ნატოს სამიტი მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე