ის, რაც ვერ გავაკეთე, არის იმის ძირითადი მოტივაცია, რომ ბევრად უკეთესად და ეფექტურად გავაკეთო ყველაფერი - გახარია

საქართველო, თბილისი - 17:11 | 14.06.2021
ნანახია: 623

წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, კომპლექსს გამიჩენენ, - ამის შესახებ განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სადაც მან გუნდის წევრები წარადგინა.

"ბევრი რამ გაკეთდა და მეც მივიღე მონაწილეობა, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ვინმეს თუ ჰგონია, რომ წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე და ამით მე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენთ, ელემენტარული მიზეზის გამო. ის, რაც ვერ გავაკეთე და ვაღიარებ, რომ ვერ გავაკეთე, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად და ბევრად ეფექტურად გავაკეთოთ ყველაფერი", - თქვა გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე