მერკელის თქმით, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 18:04 | 14.06.2021
ნანახია: 620

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობა იქნება.

მერკელის განცხადებით, ლიდერები ასევე განიხილავენ ბელარუსში არსებულ ვითარებას, სადაც "ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი".

როგორც მერკელმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოკავშირეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ რუსეთისა და ჩინეთის საკითხს, ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანის, კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის საკითხებს.

შეგახსენებთ, ბრიუსელში ნატოს სამიტი მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე