20 ივნისის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მხრიდან - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 23:05 | 14.06.2021
ნანახია: 702

20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, - ამის შესახებ განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".

"რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოოდ, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას: ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა – ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს,“ – ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ოპერაციაზე გახარია იყო პასუხისმგებელი და ამ ოპერაციას ასრულებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად კახაბერ საბანაძესთან ერთად.

„პირველი კითხვის ნიშანი რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როცა უნდა ყოფილიყო შიგნით და რატომ არ იქნა გამოყენებული წლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიის გამოყენება იმისთვის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე.

ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების ოდენობა არ იყო, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხეზე ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით და რომ გამოყენებულიყო რბილი საშუალებები ამ შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული უფრო რთული გაგრძელება", - თქვა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე