უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შესაჩერებელია - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:44 | 19.06.2021
ნანახია: 1067

ლელოს წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ უსუფაშვილმა აშშ-ის, ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შესაჩერებელია ყველა შემთხვევაში, ვინაიდან თუკი მიშელის შეთანხმება პირდაპირ, ყოველგვარი ეჭვების და შეკითხვების გარეშე რაიმეზე მიუთითებს, არის ის, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და შემდგომ თავიდან დაიწყოს კონკურსები. იცით, რომ ახლა საუბარია იუსტიციის საბჭოს მიერ იმ კანდიდატების წარმოდგენაზე, რომელთა შესარჩევი კონკურსები გაუგებრობებით დაიყო შარშან, ოქტომბერ-ნოემბერში და ამას არაფერი აქვს საერთო იმ სულისკვეთებასთან, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.ლი პასუხი იმაზე, რაც მოხდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე