მინისტრად რომ ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო. შესაბამისად, გეტყვით, ემანდ არ ვერევი - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 13:17 | 21.06.2021
ნანახია: 737

არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა კითხვას რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების შესახებ.

"როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ "ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო". შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე