კობახიძეს 20 ივნისს დროულად რომ აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო, შეიძლებოდა ის შედეგი არ მიგვეღო - მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:34 | 22.06.2021
ნანახია: 870

კობახიძე 20 ივნისს დროულად რომ გადამდგარიყო, შეიძლება ის შედეგი არ მიგვეღო, ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის„ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ განაცხადა.

„საერთოდ არ მინდა, რომ მის [კობახიძის] მონაყოლზე ვაკეთო შეფასებები. რომ ჩამოსულიყო და დროულად აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო, შეიძლებოდა ის შედეგიც არ მიგვეღო, რაც მივიღეთ. არავინ ამბობს იმას, რომ ჩვენ არ ვიყავით შეწუხებულები მაშინაც და ახლაც, იმის გამო, რომ იქ ადამიანები დაზარალდნენ. სამწუხაროდ მოხდა ის, რომ პარლამენტზე შტურმს, რომლის აღკვეთასაც პოლიცია ცდილობდა, მოყვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება. სპეციალური საშუალებები რა თანმიმდევრობით იქნა გამოყენებული, ეს არ არის პოლიტიკოსების შესაფასებელი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე