ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ გაუკეთებიათ - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველო, თბილისი - 16:16 | 24.06.2021
ნანახია: 707

საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე, გამოსვლაზე, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის განცხადების კომენტირებისას, რომ ოპოზიცია შესაძლოა პარლამენტიდან გავიდეს.

მისი თქმით, სცრუეა, რომ ქართული ოცნების მოქმედებები ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

"პირველი, ტყუილია ის, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს. პირიქით, ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ეს ერთი და მეორე, ხალხი, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე, გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ გაუკეთებიათ, ეს არის ჩვენი პასუხი.

ნაცმოძრაობა დღემდე არ აწერს ხელს შარლ მიშელის შეთანმებას და ესენი საუბრობენ სანქციებზე?! ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი", - თქვა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე