მძაფრდება ეჭვები, რომ კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის - ირაკლი კობახიძე გახარიასა და სააკაშვილზე
საქართველო, თბილისი - 16:42 | 24.06.2021 ნანახია: 631
ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული, - აცხადებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, მორწმუნეებს შეიძლება, სჯეროდეთ, რომ ის ორი-სამი დღეც იყო დამთხვევა და მათი სასტუმროში ერთად ყოფნა დამთხვევა.
"მაგრამ ჩვენ შეიძლება, გვეჯეროდეს სხვა რამის. ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის და ეს მეტად გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილთან თანამშრომლობის მოტივზე გარკვეული ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ინფორმაციას დააზუსტებენ.
„შეიძლება, მოტივი იყოს სხვადასხვა და ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ჭორაობაში შევიდეთ. შეიძლება, მაგალითად, იყოს ამ თანამშრომლობის მერკანტილური მოტივები და მიზეზები, შეიძლება, იყოს სხვა მიზეზებიც, მაგრამ მარტივად რომ გავაანალიზოთ – არის თვითმმართველობის არჩევნები. ყველამ ვიცით, რომ ორნიშნა შედეგს და მიახლოებულს გახარია ვერ აიღებს. შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში ორი-სამი კაცი გაიყვანოს? ხომ ძალიან ნათელია, რომ პირდაპირ შემოდის იგივე მიზნით, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დაახლოვოს 43 პროცენტს. ძალიან მარტივად იკვეთება ინტერესები და ამ ინტერესების უკან რა შეიძლება იდგეს, შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინფორმაცია. როცა დავაზუსტებთ ამ ინფორმაციას, შემდეგ დეტალურად ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება