"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 11.07.2021
ნანახია: 701

პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავარობის გადადგომას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფებიან სხვდასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მათ შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

აქციის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა ტარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე