ჟურნალისტებზე ძალადობა საქართველოში შოკიმომგვრელი და მიუღებელია - ლიეტუვის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 20:33 | 11.07.2021
ნანახია: 860

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებით, ჟურნალისტებზე ძალადობა საქართველოში შოკიმომგვრელი და მიუღებელია

"ჟურნალისტებზე ძალადობა საქართველოში შოკიმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ორგანიზატორების წინააღმდეგ და განახორციელოს ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების დამოუკიდებელი გამოძიება. ნებისმიერი სხვა კურსი არის შეუსაბამო საქართველოს დემოკრატიულ მონაპოვართან", - ნათქვამია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე