ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და ხელისუფლება ვალდებულია ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 00:53 | 26.07.2021
ნანახია: 575

ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების არათუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

"ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მას ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების არათუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. წესით, ეს განცხადებაც ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ უნდა ტოვებდეს. ეს მარტივი რამაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს", - თქვა კობახიძემ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე