ფოთი ირჩევს წესიერ, გაურყვნელ ადამიანს და მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი გიგი უგულავა - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:45 | 27.08.2021
ნანახია: 509

ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში, ჩვენ რაც გვინახავს, ბოლო წლების განმავლობაში, მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

"მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, ვინ უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს - ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ნათქვამი არის, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში, ჩვენ რაც გვინახავს, ბოლო წლების განმავლობაში, მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან, ვიცით, რომ ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს და მეორე მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. მე ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ მოდის ფოთში?"- განაცხადა ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე