ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:47 | 03.09.2021 ნანახია: 898
ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ყოფილა შემთხვევითი და ეს სწორედ გააზრებული პოლიტიკის შედეგია.
„ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ეს არის რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც რამდენიმე წლის წინ - 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო. მაფიოზური დაჯგუფება მართავდა ჩვენს ქვეყანას - 5-6 კაცი, რომლებიც წყვეტდნენ ჩვენი მოქალაქეების ბედს, ბიზნესმენების ბედს, თუ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ან არ იქნებოდა მოსაწონი, ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და მათ შორის სიცოცხლის მოსპობასაც არ მოერიდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს და ვიცით რეალური ისტორიები - ათასობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება და ოჯახები და განადგურებული ბიზნესები. 300 ათასი ადამიანი 4-მილიონიან ქვეყანაში იყო პრობაციონერი, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ციხეები სავსე იყო უდანაშაულო პატიმრებით და ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იჯდა ჩვენს საპატიმროებში. ჩვენ აქ გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე და ამას წინათ, გამოსვლაში იხსენებდა, რომ 20 კვადრატულ საკანში, 30 და 30-ზე მეტი პატიმარი იყო. ამას ემატებოდა კიდევ ის არაადამიანური, არაჰუმანური, სადისტური ქმედება - წამება, გაუპატიურება, რომელიც ცხოვრების ნორმად იყო დამკვიდრებული ციხეებში და საპატიმროებში. აი, ეს იყო მეგობრებო, „ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის, მათი ჯალათების და მათი მკვლელების ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღეს ისევ ძალადობენ ეს ადამიანები.
„ისევ გამოდიან და თრგუნავენ, მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, ხელოვნურად გამოგონილი ისტორიებით, თესავენ პანიკას და შიშს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს ქვეყანა, რომ ხელი შეუშალონ და შეაფერხონ, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მტკიცედ ვხვდებით. ჩვენი ხალხი, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად გასცემს ძალიან ღირსეულ და მტკიცე პასუხს 2 ოქტომბერს და მათ მივუჩენთ საკადრის ადგილს, იმ ადგილს, რაც ახლა აქვთ მათ განსაზღვრული. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა შემდგომი შეცდომებისგან. ეს განსაცდელი, რაც ჩვენ გავიარეთ ყველამ ერთად, არის მწარე გაკვეთილი, მეგობრებო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















