კალაძე ზუსტად ისევეა პასუხისმგებელი შიმშილზე, ძალადობასა და განუკითხაობაზე, როგორც ივანიშვილი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 23:33 | 03.09.2021
ნანახია: 491

კახა კალაძე ზუსტად ისევეა პასუხისმგებელი  შიმშილზე, ძალადობასა და განუკითხაობაზე, როგორც ბატონი ივანიშვილი, - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, კალაძე 5 ივლისის დარბევაზეც არის პასუხისმგებელი.

"ვინ იყო არქიტექტორი იმ  თუნდაც 5 ივლისის დარბევისა, თუ არა პარტიის გენერალური მდივანი. ეს არ არის მარტო ქალაქის მერი, პარტიის გენმდივანია. ეს ადამიანი ზუსტად ისევე პასუხისმგებელი იმ შიმშილზე, ძალადობაზე, განუკითხავობაზე, როგორიც არის ბატონი ივანიშვილი. რომ კითხოთ ამ ადამიანებს, ივანიშვილი უკვე წასულია სახლში. მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი, თუ ივანიშვილი სახლში წასულია. ამით ჩემი ლოგიკა ძლიერდება - განაცხადა  ნიკა მელიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე