სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:06 | 07.09.2021
ნანახია: 586

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ არჩევნებში ერთი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

„რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს და რისკებს, თავის დროზე, გახსოვთ, 8 მარტის შეთანხმებაში იყო ასახული ეს პუნქტი, რომელიც უკავშირდებოდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იგივე სისტემით 2024 წლამდე. ასეთ შემთხვევაში, უნდა არჩეულიყო პარლამენტი 2024 წლის ჩათვლით, რაც შემდეგ აისახა კონსტიტუციურ დოკუმენტში და შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა 19 აპრილის შეთანხმებაში.

დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა, გითხრათ. ამ ოქმმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, - თქვა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე