ქართველების 80%-ის სიღარიბე და უპერსპექტივობა ჩემთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:07 | 07.09.2021
ნანახია: 476

ქართველების 80%-ის სიღარიბე და უპერსპექტივობა ჩემთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია".

სააკაშვილის თქმით, ის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

"მე ამ არჩევნებზე, როგორც ვთქვი, ჩამოვალ საქართველოში, რა ფასადაც უნდა დამიჯდეს ეს. ჩვენ უნდა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ ხიხოკრატია დავასრულოთ. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ სიღარიბე და უბედურება. საქართველოში არ უნდა იყოს ღარიბი ადამიანი. ჩემთვის არის დამამაცირებელი სიღარიბე და უპერსპექტივობა 80% ქართველების, დამამცირებელია, შეურაცხმყოფელია", - თქვა სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე