ჩვენს გუნდს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:25 | 10.09.2021 ნანახია: 649
ჩვენი მთავარი ხედვა დაფუძნებულია განვითარებაზე; ერთის მხრივ, რა თქმა უნდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მის უფრო მეტად განმტკიცებაზე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, განვითარებაზე; განვითარება, განვითარება და განვითარება - მუშაობა სჭირდება ყველაფერს და ყველა საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული აღმოჩნდა "აწარმოე საქართველოში" და შეიქმნა ათასობით, სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
„მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ახლა ჩვენ ვგეგმავთ, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დაფინანსდება დაახლოებით 1 300-მდე ახალი საწარმო, ეს პროექტები და ეს პროგრამები გვაქვს გადანაწილებული იმგვარად, რომ თანაბრად მოხდეს რეგიონების განვითარება. ჩვენ გვაქვს შესწავლილი თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი. ყაზბეგს - ამ უნიკალურ ადგილს, რაც მთავარია, რა თქმა უნდა, აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ტურიზმის განვითარების, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული პროგრამების დაწყებას ვგეგმავთ. ჩემი დავალებით ყველა სამინისტრომ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ამ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება და აღდგება, ასევე მოეწყობა ახალი ტურისტული ლოკაციები. თითოეულ მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები და პროექტები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს გვერდში და ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის რაღაც გაუაზრებელი და აბსოლუტურად უსარგებლო და უსაგნო პოლიტიკური დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს დღეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ და თქვენ, ყაზბეგელებს, ასეთ გონიერ, გამორჩეულ, ბრძენ ხალხს, კარგად მოგეხსენებათ. შემთხვევითი არ არის ის, ბატონებო, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაცმოძრაობა" ყოველთვის აგებდა ყაზბეგში, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს, სიმართლეს და სიყალბეს, ერთგულებას და ღალატს. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. „ქართული ოცნება" იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში და ასევე ერთიანად, მტკიცედ, ერთიანი ძალისხმევით გააგრძელებს ქვეყნის მსახურებას, ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.
„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე", - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















