გლობალური პასუხი ბოროტებაზე იყო სოლიდარობა - სალომე ზურაბიშვილი 11 სექტემბრის ტერაქტზე

საქართველო, თბილისი - 12:57 | 11.09.2021
ნანახია: 578

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტულ აქტის მე-20 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

2001 წლის 11 სექტემბერს, სამშაბათს, ტერორისტებმა გაიტაცეს ამერიკული სამგზავრო ლაინერები და ნიუ იორკში ორ ცათამბჯენს შეაჯახეს. დაიღუპა სამი ათასი ადამიანი.

ეს ტერაქტი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე